მთავრობის ადმინისტრაციაში კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა დაასრულეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა, საუბარი საარჩევნო მდგომარეობას შეეხებოდა.
“26 აპრილს წარმოდგენილი იქნებიან მერობის კანდიდატები, ასევე დასრულებულია შეთანხმება რეგიონებში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს მსჯელობა გამგებლების კანდიდატების საკითხზე. ეს ყველაფერი მოგვიანებით გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი”, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
22.04.14
Discussion about this post