უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი და პარტია ”ბატკივშჩინას” ლიდერი იულია ტიმოშენკო აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს შეიარაღებულ პრორუსულ აქტივისტებთან, რომლებმაც დონეცკში ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს. 21 აპრილს საღამოს ტიმოშენკო სამ დღეში მეორედ ჩავიდა დონეცკში. არსებული ინფორმაციით, მან რამდენიმე შეხვედრა გამართა. უცნობია, მიაღწია თუ არა შეხვედრების დროს პოლიტიკოსმა რაიმე შედეგს.
ორშაბათს, საღამოს, გამართულ პრესკონფერენციაზე ტიმოშენკომ განაცხადა, რომ იმ ხალხთან, რომელმაც დონეცკში ადმინისტრაციის შენობები დაიკავა, ”ურთიერთგაგების პროტოკლის” ხელმოწერას აპირებს.
ტიმოშენკოს თქმით, ამ დაწესებულებების გათავისუფლების სანაცვლოდ მისი პარტია მზადაა უკრაინის უმაღლეს რადაში კანონპროექტი შეიტანოს, რომელიც რეგიონალურ დონემდე რუსული ენის სტატუსის ამაღლებასა და ხელისუფლების დეცენატრალიზაციას ითვალისწინებს.
23.04.14