გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ნატო-ს მომავალ სამიტზე სათანადოდ იქნება შეფასებული, – ამის შესახებ ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ნათლად აჩვენებს იმ პროგრესს, რომელიც ასპირანტ ქვეყანას მოეთხოვება.
“დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი გვქონდა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივაზე. კოლეგების მიერ აღინიშნა საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში. ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ საქართველო ნათლად აჩვენებს იმ პროგრესს, რაც ნატო-ს ასპირანტ ქვეყანას მოეთხოვება. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მიერ მიღწეეული პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული ნატო-ს მომავალ სამიტზე უელსში”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
24.04.14
Discussion about this post