ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ სამშვიდობო მისიაში. ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ლორან ფაბიუსთან და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას ისაუბრა.
“მე ჩემს კოლეგებს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მთავრობის მზაობა, ქართველმა ჯარისკაცებმა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ სამშვიდობო მისიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. გვეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცები ფრანგულ შენაერთს დაეხმარებიან, ადგილზე უსაფრთხო და მშვიდო გარემოს უზრუნველყოფის საქმეში”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დაგეგმილ რეფორმებს, რაც მიმართულია დემოკრატიის გაძლიერებისაკენ, ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვისკენ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ, სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ.
24.04.14