ინციდენტებს ჰქონდა ადგილი ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე ქართულ-ერაყული ტურისტული სააგენტოს ოფისთან. ადგილობრივი მოსახლეობა უცხოელებისათვის ფართის მიქირავებას აპროტესტებს და შენობის მფლობელისაგან მათ გასახლებას ითხოვს.
სიტუაციის განსამუხტად, ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
ზანდუკელის ქუჩაზე მაცხოვრებელთა პროტესტის მიზეზი 15 წლის ბიჭის გაუპატიურების ფაქტი გახდა. მოზარდზე, სავარაუდოდ, 1993 წელს დაბადებულმა ერაყის მოქალაქემ იძალადა, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა.
ზანდუკელის ქუჩაზე მაცხოვრებლები უცხოელების მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე საუბრობენ.
30.04.14