წიგნში მხატვრის მონუმენტური, საპარკო და დაზგური ქანდაკების, ასევე მცირე პლასტიკის, ფერწერის, გრაფიკისა და სამედალო ხელოვნების ილუსტრირებული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. სასაჩუქრე წიგნი ქათულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა.
ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი რუსთაველის სახელობისა და ეროვნული პრემიების ლაურეატია. მის სახელს ისეთი ცნობილი ნამუშევრები უკავშირდება, როგორიცაა: დავით გურამიშვილი, გიორგი სააკაძე, მედეა და სხვა ცნობილი მონუმენტები.
პროექტი ინიცირებულია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის გიორგი ჯანბერიძის მიერ და ხორციელდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახვითი ხელოვნების განვითარების პროგრამის ფარგლებში.
02.05.14