NDI-ის კვლევის მიხედვით, გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი და საკუთარი ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა.
გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ მისი და საკუთარი ოჯახის მდგომარეობა არ შეცვლილა, 19%-ისთვის მდგომარეობა გაუარესდა, 13%-ისთვის გაუმჯობესდა.
2013 წლის კვლევის დროს კი, მხოლოდ 10% ფიქრობდა, რომ ყველაფრის გათვალისწინებით 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი და საკუთარი ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა, 75% ფიქრობდა, რომ იგივე მდგომარეობაში იყო.
ახლანდელ კვლევასთან შედარებით უფრო მეტი ადამიანი, გამოკითხულთა 15% ფიქრობდა, რომ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა.
05.05.14