NDI-ის გამოკითხულთა 35%-ის აზრით, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კრიმინალის დონე საქართველოში გაიზარდა.
გამოკითხულთა 11% მიიჩნევს, რომ კრიმინალი შემცირდა, ხოლო 7%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს ან პასუხზე უარს აცხადებს.
ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა, 46% მიიჩნევს, რომ კრიმინალის დონე იგივე დარჩა.
აღსანიშნავია, რომ გასულის წლის ნოემბრის კვლევასთან შედარებით, 14%-ით მეტია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონემ მოიმატა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა.
05.05.14