NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად.
ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 31% სრულად ეთანხმება, ეთანხმება 31%. ხოლო მოსაზრებას, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი, რაც თანამდებობიდან გადადგა, 8% სრულად ეთანხება, ეთანხმება – 10%.
არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 2%, არ იცის 17%-მა, პასუხის გაცემაზე უარი 1%-მა თქვა.
ამასთან, კითხვაზე, ამართლებთ თუ არა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად, გამოკითხულთა უმრავლესობა 49% არ ამართლებს, 41% ამართლებს, კითხვაზე პასუხი არ აქვს 9%-ს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა.
05.05.14