• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
პარასკევი, აგვისტო 12, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი
„შემუშავდება კანონპროექტი, რომელიც დაარეგულირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების მქონე პირთა წრეს“ – გიგლა აგულაშვილი

„შემუშავდება კანონპროექტი, რომელიც დაარეგულირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების მქონე პირთა წრეს“ – გიგლა აგულაშვილი

2014/05/05
in ექსკლუზივი
2 0
2
SHARES
29
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

foto_1gigla_საქართველო უძველესი მიწათმოქმედი ქვეყანაა, ქართველისათვის თითოეული გოჯი მიწა წმინდაა, ამიტომაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მოითხოვს მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვას და ამ პროცესის მკაცრად გაკონტროლებას. რა გახდა  უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვაზემორატორიუმის გამოცხადების მიზეზი, როგორ ხდება მიწის გასხვისება თანამედროვე ქვეყნებში, ხდება თუ არა საქართველოში მიწის რაციონალური გამოყენება და იგეგმება თუ არა რაიმე სიახლე ქართული მიწის დასაცავად, ამის შესახებ ,,თბილისი თაიმსს“ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიგლა აგულაშვილი ესაუბრა.

პარლამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა, თქვენი აზრით,რამდენად აუცილებეელი იყო მორატორიუმის გამოცხადება,იყო თუ არა ეს დროული გადაწყვეტილება და ხომ არ გამოიწვია სხვა პრობლემები ამ კანონის მიღებამ?

მორატორიუმის გამოცხადების მიზეზი ძირითადად სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების არარაციონალურად გასხვისების რეალური საფრთხეა. ამან შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვაზე; მნიშვნელოვნად დააზარალოს სოფლის ადგილობრივი მაცხოვრებელთა ინტერესები.

ადგილობრივ მოსახლეობასა და მიწის მესაკუთრე უცხოელებს შორის წინააღმდეგობები წარმოიშვა იმ მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოსახლეობა იყენებდა საერთო სარგებლობის საძოვრის სახით. საქართველოს კანონმდებლობით, საძოვრის გასხვისება არ შეიძლება. ამ მოთხოვნის გვერდის ასავლელად, ცალკეული თანამდებობის პირების სავარაუდოდ ანგარებითი მოტივაციით, ამ მიწებს უცვლიდნენ სტატუსს, – საძოვრიდან გადაჰყავდათ სახნავ-სათესის კატეგორიაში. ამ გზით ხდებოდა მისი განსახელმწიფოებრიობა არაგამჭვირვალე ვითარებაში ჩატარებულ აუქციონზე. მოსახლეობა მოულოდნელად აღმოჩნდებოდა ხოლმე ფაქტის წინაშე, როცა საერთო სარგებლობის საძოვრით სარგებლობას ვეღარ ახერხებდა მისი გასხვისების გამო.

კონფლიქტები იქმნებოდა მაშინაც, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ხდებოდა უცხოელების მიერ მიწების შესყიდვით მიღებული სარგებლის თანამოზიარე მაშინაც კი, როცა უცხოელებს აღებული ჰქონდათ ასეთი ვალდებულებები. „ელიტურმა აუქციონმა“ თამაშგარე მდგომარეობაში ჩააყენა ადგილობრივი მოსახლეობა. არც ისინი და არც ადგილობრივი თვითმმართველობა არ იყვნენ ინფორმირებული მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით. ხელისუფლების ცენტრალიზაციის გამო მუნიციპალიტეტები არ მონაწილეობდნენ პოლიტიკის შემუშავებაში და, შესაბამისად, ვერ უწევდნენ კონსულტაციას მოსახლეობას. მოკლედ, მთავრობასა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციიის არ არსებობამ ბევრი პრობლემა შექმნა. 20 წელიწადზე მეტია, ვერ მოხერხდა მიწის კადასტრიზაცია, ვერ ჩამოყალიბდა მიწის ბაზარი და სხვა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გარკვეული პერიოდით, 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიის განსაზღვრამდე და სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე, უცხოელებს და უცხოელების მონაწილეობით საქართველოში რეგისტრირებულ და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს შეუჩერდათ მიწებზე საკუთრების უფლების მოპოვება.  სახელმწიფო ამ შემთხვევაში მოქმედებს სიფრთხილის პრინციპით.

მოცემულ ეტაპზე, საქართველოს მთავრობის მიზანია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ  ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება  და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება, მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირება, რომელიც სხვადასხვა უწყებებისა და ექსპერტების ჩართულობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე უნდა იქნეს განსაზღვრული და ამდენად, გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული.

ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ ვრცელდება მორატორიუმის მოქმედება და მას შეუძლია სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შეძენა ან იჯარით აღება, თუ საინვესტიციო პროექტს წარუდგენს საქართველოს მთავრობას და მიიღებს მის თანხმობას.

საქართველოს მიწის ნაკვეთების რა რაოდენობა აქვთ უცხოელებს შესყიდული და არის თუ არა ეს ციფრი საგანგაშო?

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაოდენობა  2012 წლის დეკემბრისათვის შეადგენს 1039 ჰა-ს. თუმცა ეს მონაცემი აშკარად არ არის ზუსტი, რადგან მაგალითად, მხოლოდ ერთ ფერმერს აქვს დაახლოებით 6000 ჰექტარი სავარგული. სხვადასხვა მონაცემით უცხოელი ფიზიკური პირების საკუთრებაშია სასოფლო–სამეურნეო მიწის ფონდის 4%-ი. რაც შეეხება უცხოელების წილობრივი მონაწილეობით ან 100% მათ მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირების საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწას, სამწუხაროდ, ასეთი მონაცემი დღემდე არ გაგვაჩნია. ეს გარემოებები იყო მორატორიუმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი ფაქტორი – ჩვენ გადავწყვიტეთ გვემოქმედა სიფრთხილის პრინციპით, რადგან არ ვიცით რა გვაქვს და რას ვფლობთ; არ შეგვიძლია გრძელვადიანი პერსპექტივების განჭვრეტა. გადაწყვეტილების მიღებისას გავითვალისწინეთ ისიც, რომ პროცესები განსაკუთრებით გააქტიურდა 2012 წლის ზაფხულიდან.

როგორია მიწების გაცემის და გაყიდვის საკითხი განვითარებულ ქვეყნებში?  რა შეზღუდვები გვხვდება იქ უცხოელ მოქალაქეებზე?

ევროკავშირის ჩამოყალიბების შემდეგ შეიქმნა მიწის საერთო ბაზარი, რომელიც ღია გახდა ინვესტიციებისთვის და ხელმისაწვდომი წევრი ქვეყნების ყველა მოქალაქისა და კომპანიისთვის. ამას ითვალისწინებს ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის ხელშეკრულება (Treaty establishing the european economic community), რომლის მეორე პარაგრაფი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებს ამ სივრცეში  მიწის თავისუფალი შეძენის უფლებას აძლევს.

ევროკავშირის ახალი წევრების (ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი) შემატებისას, წევრმა ქვეყნებმა მოითხოვეს გარდამავალი პერიოდი, რომლის დანიშნულებას წარმოადგენს თავიდან აიცილონ შედარებით განუვითარებელ ბაზარზე მდიდარი ქვეყნების მცხოვრებთა მიერ იაფი მიწის მასობრივი შესყიდვა. ეს პერიოდი მოითხოვეს იმისთვის, რომ მომხდარიყო მიწის პრივატიზაცია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფა, შექმნილიყო  მიწის ეფექტიანი ბაზარი და მხოლოდ ამის შემდეგ გამხდარიყო  შესაძლებელი უცხოური ინვესტიციების ჩადება სახნავ-სათეს მიწებში. ევროკომისიამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ვადის გასვლის შემდეგ სლოვაკეთმა (2008 წელს), უნგრეთმა (2010 წელს),  ლიტვამ, ლატვიამ (2011 წელს) პოლონეთმა და რუმინეთმა ისევ მიმართეს ანალოგიური თხოვნით ევროკომისიას, რაზეც დასტური მიიღეს. სლოვაკეთს, ლიტვას, ლატვიას, უნგრეთს 2014 წლის 30 აპრილამდე გაეზარდა ვადა, რუმინეთს 2014 წლის 1 იანვრამდე, პოლონეთს  2016 წლის 1 იანვრამდე. უგრეთმა დამატებით 2012 წლის 23 დეკემბერს კონსტიტუციაში შეიტანეს შესწორება, რომლის თანახმად, უცხოელებს აეკრძალათ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება. ჩეხეთის მთავრობამ, პირიქით, 2010 წლის ნოემბრიდან უცხოელებისთვის გააადვილა მიწის შეძენის პირობები. ადრინდელი მოთხოვნები – ჩეხეთში ცხოვრების  სამი წელი და ჩეხური ენის სწავლა, ერთადერთმა პირობამ – ქვეყანაში რეგისტრაციამ, შეცვალა.

გარდამავალი პერიოდის მიუხედავად, მიწის შეძენისთვის არსებობს გამონაკლისი შემთხვევები (ეს შემთხვევები არ ეხება სასაზღვრო ზოლში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს). დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქემ, თუ:

  • ის დაქორწინებულია ამ ქვეყნის მოქალაქეზე (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი);
  • 3 წლის განმავლობაში (პოლონეთში გარკვეულ შემთხვევაში ეს ვადა 5 წლამდე იზრდება) ცხოვრობს ამ ქვეყანაში და ეწევა სოფლის მეურნეობას (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი);
  • არის ფერმერი და აპირებს ამ ქვეყანაში დასახლებას (ბულგარეთი, რუმინეთი);

რაც შეეხება იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია ამ ქვეყანაში, მაგრამ მისი მფლობელი უცხოელია(ვრცელდება მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე), ბულგარეთის, ესტონეთის, ლიტვის, რუმინეთისა და სლოვაკეთის კანონმდებლობით, უფლება აქვს შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეზღუდვების გარეშე; ხოლო  ლატვიის, პოლონეთის კანონმდებლობით, ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ფლობს ამ კომპანიის მინიმალურ წილს. უნგრეთში იურიდიულ პირს უფლება არა აქვს, ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას.

ზოგიერთი სახელმწიფო საერთოდ კრძალავს სასოფლო–სამეურნეო მიწის უცხოელის საკუთრებაში გადაცემას. ეს ქვეყნებია: თურქეთი, კანადის ზოგიერთი პროვინცია, ჩინეთი, ისრაელი.

უკრაინაში მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი ყოველწლიურად ტარდება. 2013 წლის 1 იანვრამდე არსებული მორატორიუმის შემდეგ, დღის წესრიგში 2016 წლამდე მისი გაგრძელების საკითხი დადგა, მაგრამ ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო (111 დეპუტატი 226-ის ნაცვლად) ეს წინადადება უმაღლეს რადაში არ გავიდა.

ხდება თუ არა საქართველოში ჩვენი მიწების გონივრული გამოყენება? თუ არა რა უშლის ამას ხელს?

მიწების გონივრულ გამოყენებას ხელს უშლის ფინანსური რესურსების დეფიციტი გლეხებისა და ფერმერებისათვის; ცოდნისა და ტექნოლოგიების არქონა; ტექნიკის სიმცირე; სავარგულების უკიდურესი ფრაგმენტაცია და გაფანტულობა (საშუალოდ 1,25 ჰა); გასაღების ბაზრების სიმცირე. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და მოსარგებლე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიწათსარგებლობის ნორმები. აღნიშნულ ნორმებში იგულისხმება „ნიადაგის დაცვის შესახებ“, „ნიადაგების კონსერვაციისა და აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სხვა.

ამ ბოლო დროს, წინ წამოიწია ხეების დარგვის ტენდენციამ, როგორ შეაფასებდით ამას?

ბუნებრივია ამ ტენდენციას დადებითად ვაფასებ და მხარს ვუჭერ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენი კოალიციის კანდიდატმა დავით ნარმანიამ  წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას განაცხადა, რომ თბილისსა და მის შემოგარენში დაირგვება 1 მილიონი ხე. სიამოვნებით შევუერთდები ამ ინიციატივას. მინდა გითხრათ, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტში აქტიურად ვმუშაობთ ქარსაცავი ზოლების აღდგენა, მოვლა–პატრონობის სამართლებრივ რეგულაციაზე. მოგეხსენებათ, უკანასკნელი 20-25 წლის მანძილზე ქარსაცავი ზოლები გაიჩეხა, მოუვლელობით გაჩანაგდა ან ამორტიზების გამო გავერანდა. ეს ფაქტორი კი ხელს უწყობს მიწის ეროზიის პროცესებსა და მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავლიანობას. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია მრავალწლიან ნარგავებს გაშენება.

იგეგმება თუ არა ახალი კანონის მიღება  ან ცვლილება არსებულ კანონში ქართული მიწის კიდევ უფრო დასაცავად?

2013 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, კერძოდ განხორციელდა „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, პარლამენტმა მიიღო კანონი  „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“, რომლის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის ხელშეწყობა და ამით სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარება და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოტანამ და მიწის დამუშავების ხელშეწყობის გაზრდამ გამოიწვია ქართველი ფერმერების დაინტერესება მიწებით. აქედან გამომდინარე, საქართველოში ადგილობრივი ფერმერების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად შეიქმნა გარკვეული პირობები.

მორატორიუმის პერიოდში საქართველოს მთავრობამ დაიწყო მუშაობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი  მოწესრიგების მიმართულებით, შესაბამისად გამოიკვეთა პირობები, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცეთ განახორციელონ ინვესტიციები საქართველოს სოფლის მეურნეობაში.

იგეგმება „სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონპროექტის შემუშავება, რომელიც დაარეგულირებს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების მქონე პირთა წრეს და შეზღუდვების სახეებს. ეს შეზღუდვები მაქსიმალურად გამორიცხავს შემთხვევითი ადამიანების მიერ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას, რადგან საკუთრების უფლების  წარმოშობისთვის აუცილებელი პირობა უნდა იყოს შესაბამისი გამოცდილება სასოფლო–სამეურნეო სფეროში და, რაც მთავარია, სოფლის  მეურნეობაში ინვესტიციების განხორციელება. ასევე გამოირიცხება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის არამიზნობრივად (მაგალითად, განსახლებისათვის) გამოყენება. 

აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს მიწის ბაზრის განვითარებას, აგრარულ სფეროში ინვესტიციების მოზიდვას და შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდას.

05.05.14

ლანა წურწუმია

 

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1Share

მსგავსი სტატიები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

2022/02/16
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

2022/01/28
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

2022/01/19
Next Post
მეცნიერებათა აკადემიაში აფხაზი მეცნიერის გიორგი ზიზარიას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართება

მეცნიერებათა აკადემიაში აფხაზი მეცნიერის გიორგი ზიზარიას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართება

ორგანიზაცია “მოქალაქეს” მედიის კვლევის პროექტს TNS Opinion-ი უხელმძღვანელებს

ორგანიზაცია "მოქალაქეს" მედიის კვლევის პროექტს TNS Opinion-ი უხელმძღვანელებს

თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

Discussion about this post

ახალი ამბები

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება
ახალი ამბები

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება

2022/08/10
0

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება. „დღეს ყირიმის თემას დიდი...

სრულად
ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ 

ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ 

2022/08/09
„კოვიდი +„მაიმუნის ყვავილი“ + სეზონური გრიპი – შემოდგომა იქნება უმძიმესი“ – გიორგი ფხაკაძე

„კოვიდი +„მაიმუნის ყვავილი“ + სეზონური გრიპი – შემოდგომა იქნება უმძიმესი“ – გიორგი ფხაკაძე

2022/08/09
მამუკა ონაშვილის საფლავს თეთრი ძაღლი არ შორდება 

მამუკა ონაშვილის საფლავს თეთრი ძაღლი არ შორდება 

2022/08/09
„2008-შიც გმირი იყავი, დღესაც გმირი ხარ, მა“ – უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, გია ბერიაშვილის შვილი

„2008-შიც გმირი იყავი, დღესაც გმირი ხარ, მა“ – უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, გია ბერიაშვილის შვილი

2022/08/09
“გულისრევა, გაბრუება, გონების დაკარგვა… უკვე ორი შემთხვევაა ქალაქში” – სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს 

“გულისრევა, გაბრუება, გონების დაკარგვა… უკვე ორი შემთხვევაა ქალაქში” – სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს 

2022/08/09
უკრაინელმა სამხედროებმა ФСБ-ს სპეცდანიშნულების ცენტრის უფროსი ოფიცერი მოკლეს 

უკრაინელმა სამხედროებმა ФСБ-ს სპეცდანიშნულების ცენტრის უფროსი ოფიცერი მოკლეს 

2022/08/09

საინტერესო

სოფელ ქვემო მაჩხაანში საბავშვო ბაღის ჭერი ჩამოინგრა

სოფელ ქვემო მაჩხაანში საბავშვო ბაღის ჭერი ჩამოინგრა

3 წელი ago
„განათლების საერთაშორისო გამოფენა – თბილისი – 2017“ ჩატარდება

„განათლების საერთაშორისო გამოფენა – თბილისი – 2017“ ჩატარდება

5 წელი ago

„ეკონომიკური გუნდის მუშაობას ვერ შევაფასებ დადებითად შემდეგი ფაქტორების გამო“ – აკაკი ცომაია

8 წელი ago

„25 ოფისი კი არ გავხსენით, სახლები დაგვითმეს“ – გიორგი ვაშაძე

6 წელი ago

კალენდარი

აგვისტო 2022
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ივლ    

სიახლეები

  • რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება 2022/08/10
  • ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ  2022/08/09
  • „კოვიდი +„მაიმუნის ყვავილი“ + სეზონური გრიპი – შემოდგომა იქნება უმძიმესი“ – გიორგი ფხაკაძე 2022/08/09

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In