საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, დავით დარახველიძე დღეს USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელ, სტეფან ჰეიკინს შეხვდა.
როგორც “თბილისი თაიმსს” სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა სამინისტროსა და USAID-ის თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს.
ამ ეტაპზე, დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისათვის USAID-ის დაფინანსებით 4 ობიექტის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მერაბ მენაბდე, დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მურად აბლოთია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
06.05.14