დღეს საღამოს თბილისს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი ეწვევა.
ჰეიგი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
მხარეები საქართველოს ევროკავშირთან, ნატოსთან ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებისა და ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს განიხილავენ.
07.05.14