საქართველო და კულტურა ერთმანეთის განუყოფელი ნაწილებია. ჩვენს ქვეყანაში კულტურა უხსოვარი დროიდან არსებობს და მან განვითარების სხვადასხვა ეტაპები განვლო. დღეს კი ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ძეგლებით, ჩვენი მუსიკით, ჩვენი მხატვრობით, ჩვენი პოეზიით, ჩვენი ლიტერატურით… ამ შემთხვევაში კი ყურადღებას მუსიკაზე, სიმღერაზე გავამახვილებ. ახლა თითქოს საქართველოში მისი განვითარება შეფერხებულია, ზოგნი ამბობენ, რომ საერთთოდ არ არსებობს შოუბიზნესი, ზოგნი მასში სიცოცხლის რაღაც ნიშნებს ხედავენ, მოკლედ, რომ ვთქვათ ეს თემა ხშირი კამათისა და განხილვის საგანია, მაგრამ ჩემი აზრით უდავოა ის რომ, ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი და რესურსი გააჩნია მის განსავითარებლად. გვყავს ძალიან ბევრი ნიჭიერი დამწყები მომღერალი, რომლებიც საკუთარ ნიჭს სხვადასხვა მუსიკალურ შოუებში ავლენენ. „თბილისი თაიმსი“ ერთ-ერთ ასეთ დამწყებ მომღერალს, მარი ჯომარდიძეს ესაუბრა.
მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი პიროვნების შესახებ?
ვარ მარიამ ჯომარდიძ 20 წლის, დავიბადე თბილისში. დაბადებიდან ვმღერი, ერთი წლის ვიყავი, როდესაც პირველად წავიმღერე, ასე რომ ვთქვათ საუბრის ნაცვლად ჯერ სიმღერა დავიწყე. დღესაც ვაგრძელებ ამ საქმიანობას, ასევე ვსწავლობ ჟურნალისტიკის ფაკულტეტეზე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში, ვარ მესამე კურსის სტუდენტი, ახლა ასე ვცხოვრობ, ვნახოთ რა იქნება მომავალში. როდის მოხდა მარიამ თქვენი პირველი შეხება მუსიკასთან? პირველი ჩემი შეხება მუსიკასთან მოხდა, სამი წლის ასაკში მოხდა. ჩატარდა კონკურსი „თალპიონი“ სადაც გავიმარჯვე. უნდა წავსულიყავი იტალიაში, მაგრამ ძალიან პატარა ვიყავი და დედაჩემის გარეშე მე ვერ შევძლებდი იტალიაში წასვლას.
ჯეოსტარში მონაწილეობდით, როგორ მოხვდით ამ პროექტში და რა მნიშვნელოვანი შეიძინეთ, როგორც მომღერალმა?
ჯეოსტარში მოვხვდი კასტინგით, როგორც ეს მიღებული იყო. ჯეოსტარმა ძალიან ბევრი კარგი თვისება შემძინა, პირველრიგში გავხდი დამოუკიდებელი, იმიტომ რომ იქ ყოველთვის დამოუკიდებლად მიწევდა გადაწყვეტილებების მიღება. გამზარდა ძალიან, როგორც მომღერალი, რადგან ყოველ კვირას იყო სხვადასხვა ტური და სიმღერები, მინდოდა თუ არა სწორედ ის სიმღერები უნდა შემესრულებინა. ყველაზე დიდი გამოცდილება რაც მივიღე ეს იყო ცოცხალ ბენდთან მუშაობა. მე ვთვლი, რომ ყველა მომღერლისთვის ვისაც სურს, რომ რაიმე გამოცდილება მიიღოს აუცილებელია ცოცხალ ბენდთან იმუშავოს.
როგორ გაგრძელდა ცხოვრება ჯეოსტარის შემდეგ?
რაც შეეხება ჩემს პიროვნებას ალბათ გავხდი უფრო სხვანაერი ადამიანი, შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი, ეასე ვერ მიჭირს თქმა ალბათ უფრო ჩემმა მეგობრებმა უნდა თქვან, როგორ შემცვალა ჯეოსტარმა, მაგრამ მაინც ვფოქრობ, რომ იგივე პიროვნება დავრჩი რაც ვიყავი მანამდე. ხოლო რაც შეეხება კარიერას, გავხდი უფრო წარმატებული, მაქვს უფრო მეტი შემოთავაზებები და საერთოდ ცნობილი სახე, რომ ხდები უფრო მარტივი ხდება შენთვის ცხოვრება.
დღეს სატელევიზიო შოუს „ორი ვარსკვლავის“ ბექვოკალში მღერით, როგორ ფიქრობთ შოუ შედგა?
რაც შეეხება „ორ ვარსკვლავს“, ეს პროექტი პირველად გავიდა საქართველოში, ეს არის პირველი მცდელობა. საბოლო ჯამში მე ვფოქრობ, რომ შოუ შედგა, თუმცა, რა თქმა უნდა, არის რაღაც დეტალები რაც გამოსასწორებელია და იმედი მაქვს თუ იქნება მომავალი სეზონი ამ დეტალებს გამოასწორებენ.
რა თვისებაა აუცილებელი მომღერლისთვის წარმატებული, რომ გახდეს?
პირველრიგში უნდა იყოს თავდაჯერებული, ოღონდ ეს თავდაჯერებულობა არ უნდა გადაიზარდოს სიამაყეში და ზედმეტ ამბიციურობაში, უნდა ქონდეს ჯანსაღი ამბიცია და საკმაოდ მყარი ნერვები, რომ ყველა დაბრკოლებას გაუძლო.
როგორია თვენი დასვენების იდეალური დღე?
ჩემი დასვენების იდეალური დღე არის ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნა. ვერასოდეს ვერ ვისვენებ სახლში, არ შემიძლია მთელი დღე სახლში ყოფნა, ამიტომ მეგობრების წრეში თავს ვგრძნობ ყველაზე კარგად.
როგორც აღნიშნეთ ჟურნალისტიკაზე სწავლობთ, რამ განაპირობა ამ პროფესიის არჩევა?
ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ტელეკამერებთან კონტაქტი, პატარა ვიყავი, როდესაც სარკის წინ ვდგებოდი, ვიჭერდი რაიმე საგანს ხელში და მიმყავდა სხვადასხვა გადაცემა. მეგონა, რომ როდესაც გავიზრდებოდი ჩემი ხედვა შეიცვლებოდა, მაგრამ პირიქით უფრო გამიღრმავდა და დიდი სურვილი მაქვს, რომ სიმღერა იყოს ჩემი გატაცება და ჟურნალისტიკა კი ჩემი პროფესია.
რა არის საჭირო დასახული მიზნის მისაღწევად?
ძალიან ბევრი რამ არის საჭირო, რომ ადამიანმა დასახულ მიზანს მიაღწიოს, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მთავარი მაინც შრომაა.
როგორ შეაფასებდით შოუბიზნესში მიმდინარე მოვლენებს? როგორ ფიქრობთ ქართული შოუბიზნესი განვითარების რა ეტაპზეა?
საქართველოში შოუბიზნესი არ გვაქვს, განვითარების არცერთ ატაპზე არ არის. არ ვითარდება. აქამდე უფრო განვითარებული იყო ვიდრე ახლაა. ამას მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ რაც მე ყველაზე მეტად მაწუხებს და არ მომწონს ეს არის შური, როდესაც შური სუფევს კოლეგებს შორის ეს ყველაფერსა და ყველას უკან ხევს.
რამდენად მომგებიანია მომღერლის პროფესია საქართველოში?
საქართველოში მომღერლის პროფესია მომგებიანი არ არის. ზემოთ აღვნიშნე, რომ პროფესიით მინდა ვიყო ჟურნალისტი, ძალიან მინდა, რომ ჩემი პროფესია იყოს სიმღერა, მაგრამ საქართველოში არ არის განვითარებული ეს ყველაფერი, რომ სამწუხაროდ მხოლოდ სიმღერით თავს ვერ ირჩენ.
თქვენი მიმართულებით ალბათ ბევრი კომპლიმენტია, რომელი ქათინაურია თქვენთვის მისაღები და სასურველი?
როდესაც სცენაზე გამოვდივარ, იმის თქმას თუ როგორ გამოვიყურებოდი მირჩევნია მითხრან როგორ ვიმღერე. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემთვის კომპლიმენტია, როდესაც რაიმე შენიშვნას მაძლევენ, რადგან შემდეგში ეს გავითვალისწინო და გამოვასწორო, წარვსდგე მაყურებლის წინაშე უფრო უკეთესად ვიდრე წინა კონცერტსა თუ გადაღებაზე.
რა არის თქვენი სამომავლო გეგემები?
მაქვს ძალიან ბევრი სამომავლო გეგმა, თუმცა გააჩნია, რომელ მათგანს განვახორციელებ, იმიტომ რომ ვარ ძალიან ზარმაცი და ყოველთვის ყველაფრის გაკეთება ძალიან მეზარება, თუნდაც სიმღერაში, თუნდაც ჟურნალისტიკაში, მაგრამ ყოველთთვის ვცდილობ თავს ძალა დავატანო და გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გამომივა.
08.05.14
ანო მუქათარიძე