ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის უკვე ყოფილმა დირექტორმა, ხატია ვედმედევამ ოპერის თეატრის წინ ბრიფინგი გამართა.
მისი განცხადებით, ისე გამოუშვეს ოპერის თეატრიდან, იმის უფლებაც არ მისცეს, რომ თანამშრომლებს დამშვიდობებოდა.
“მინდოდა შემეკრიბა კოლექტივი, გადამეხადა მათთვის დიდი მადლობა და ისე წამოვსულიყავი სამსაურიდან, თუმცა სამხატვრო ხელმძღვანელმა, გოგი ჭიჭინაძემ კატეგორიულად მოითხოვა, რომ უკვე აღარ ვიყავი ოპერის თანამშრომელი და ოპერა დამეტოვებინა”, – განაცხადა ხატია ვედმედევამ.
ამასთან, მან ბრიფინგის გამარვის საშუალებაც არ მისცეს ოპერის თეატრში და იძულებული გახდა, ჟურნალისტებს ოპერის თეატრის ბაღში შეხვედროდა.
როგორც ხატია ვედმედევა აცხადებს, ტყუილია, თითქოს ფინანსური დარღვევების გამო გაათავისუფლეს და ამბობს, რომ აუდიტის მიერ დაფიქსირებულ ფინანსურ დარღვევებღან კავშირი არ აქვს, ეს უკავშირდება ბუღალტერს, რომელიც ძველი მმართველობის დროს იყო დანიშნული და დღემდე ვერ მოახერხა ბუღალტერის გათავისუფლება.
ხატია ვედმედევას განცხადებით, მისი გათავისუფლება მხოლოდ გოგი ჭიჭინაძის კაპრიზი იყო. მან ჟურნალისტებს ის დოკუმენტი გადასცა, სადაც გოგი ჭიჭინაძე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას წერილს სწერს.
კერძოდ, წერილში ნათქვამია: “ქალბატონი ხატია ვედმედევა ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც საჭიროა აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობისათვის. განვლილმა პერიოდმა ცხადყო, რომ თეატრის დირექტორის, ქალბატონ ვედმედევას მოღვაწეობა თეატრში მისი არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო გაუმართლებელია, რის გამოც, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი და თეატრზე პასუხისმგებელი პირი წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ის თანამდებობაზე დარჩეს”, – მიმართავს ოდიშარია გოგი ჭიჭინაძეს.
08.05.14