92 წლის ასაკში რეჟისორი ელენე (ლილი) იოსელიანი გარაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2014 წლის 14 მაისს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა პირველი ქართველი პროფესიონალი ქალი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის პროფესორი, „ხელოვნების ქურუმი“ ელენე (ლილი) იოსელიანი”,- ნათქვამია სამინისტრო განცხადებაში.
ელენე იოსელიანი ჯაბა იოსელიანის და იყო.
14.05.14