სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ–მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2144 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5 %-ით ნაკლებია.
აქედან, ექსპორტი 565 მლნ. აშშ დოლარი იყო (5 %-ითმეტი), ხოლო იმპორტი – 1579 მლნ. აშშ დოლარი (8 %-ით ნაკლები).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ–მარტში 1013 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47%-ი შეადგინა.
16.04.13