“არა ვარ კანდიდატი რამეთუ ნათელი იყო რომ ისევ დამბლოკავდნენ როგორც საპრეზიდენტოზე” – ამის შესახებ წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის გვერდზე.
“მაგრამ ჩვენი კანდიდატი იქნება თბილისის ღირსეული კანდიდატი … იმ ხალხის ვინც თავის თავს არ ცნობს და არც ტავის ქალაქს არსებულ მოცემულობაში… ჩვენ დავუბრუნებთ ხმას თბილისელებს! ჩვენ ვაძლევთ არჩევანს თბილისელებს!” – წერს სალომე ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ პარტია “საქართველოს გზის” მერობის კანდიდატი – თეიმურაზ მურვანიძე იქნება.
თეიმურაზ მურვანიძე თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახალხო მხატვარი, ღირსების ორდენის კავალერი.
მურაზ მურვანიძე დაიბადა 1939 წლის 10 მაისს ქალაქ თბილისში. დაამთავრა, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ფერწერის ფაკულტეტის თეატრალურ-დეკორატიული განყოფილება.მურაზ მურვანიძე არის თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახალხო მხატვარი, ღირსების ორდენის კავალერი, სახელმწიფო, პიკასოს, ლინკოლნის ცენტრის, ჩიკაგოს და სხვა საერთაშორისო პრემიების ლაურეატი.
საქართველოს (1963) პოლონეთის (1977) კანადის (1986) საფრანგეთის (1977) აშშ (1989) თეატრალური სეზონების საუკეთესო მხატვარი.
სანკ-პეტერბურგის მარინის თეატრის, მონტე კარლოს საერთაშორისო მუსიკალური ასოციაციის, ძველი და ახალი მონტე კარლოს (1990-1993) მთავარი მხატვარი.
მურაზ მურვანიძე კარიერის განმავლობაშ მუშაობდა მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო, საოპერო და საბალეტო თეატრებში. ამჟამად იგი აგრძელებს საქართველოში ნაყოფიერ მუშაობას, ამის ერთ-ერთი მაგალითია, თბილისის “მთაწმინდის პარკი”.
17.05.14