პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიას ალეკო ელისაშვილი აღარ უხელმძღვანელებს. “შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ” პრეზიდენტის ბრძანებულებაში
ცვლილება განხორციელდა, რომლის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აღარ იქნება.
ცვლილებების თანახმად, კომისია, ძველი შემადგენლობით, ელისაშვილის გარეშე გააგრძელებს მუშაობს.
შეწყალების კომისიაში შედიან: უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, იურისტი თამარ ხიდაშელი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, მწერალი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი, მწერალი კონსტანტინე ჯანდიერი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მწერალი გივი შაჰნაზარი, მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.
19.05.14