რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის ბრძანება გასცა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც როსტოვის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ, მუდმივი დისლოკაციის ადგილს უნდა დაუბრუნდნენ.
“ჯარების წვრთნების გეგმიური საგაზაფხულო ფაზის დასრულებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ გადაადგილებას ითვალისწინებდა და რომელიც როსტოვის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში მიმდინარეობდა, ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება, რომ თავდაცვის სამინისტროს რუსეთის ჯარები მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნონ და სამხედრო მომზადება ახლომდებარე პოლიგონებზე განაგრძონ”, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
19.05.14