საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები დარიალის ხეობაში 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
ამის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მათ მიერ მოხდება სტიქიური პროცესების ადგილზე შეფასება, რისკების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა გადაუდებელი ღონისძიების გასატარებლად.
19.05.14