ოპერატორ SilkNet-ის ცნობით, დღეიდან აბონენტებს შეუძლია ისარგებლოს სპეციალისტთა ჯგუფის გამოძახების სერვისით, რომელიც უზრუნველყოფს ბინაზე ან ოფისში მოწყობილობებისა და აპარატურის გადაადგილება-რეორგანიზაციას.
აღნიშნული სერვისის საფასური მომხმარებელს დაერიცხება სააბონენტო გადასახადთან ერთად: ფიზიკურ პირს – 30 ლარი, იურიდიულ პირს – 50 ლარი.
სილქნეტის Wireless Acces Point–ს აპარატურის შეძენისას თბილისელ მომხმარებელს 30 დღის განმავლობაში უფასოდ მოემსახურებიან. სერვისი ითვალისწინებს: მოწყობილობის კონფიგურაციას, გადატვირთვას და თრაბელშუთინგს (დაზიანების აღმოფხვრას). აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ აბონენტს დაერიცხება Wi-Fi მოდემზე მომსახურების სტანდარტული ტარიფი (10 ლარი), განმარტავენ კომპანიაში.
16.04.13