საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის კოლეგიის პლენარულ შეხვედრაში.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან ჰელგა შმიდტთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები; განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის როლზე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით.
ასევე, დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან შტეფან ფულესთან, ენერგეტიკის დარგში ევროკომისართან გიუნტერ ოტინგერთან და განვითარების საკითხებში ევროკომისართან ანდრის პიბალგსთან.
შეხვედრებზე მხარეები იმსჯელებენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
21.05.14
Discussion about this post