საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა თავის ნიგერიელ კოლეგას, ამინუ ბაშირ ვალის, ნიეგერიაში, ჯოსში 21 მაისს განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც ასზე მეტი უდანაშაულო სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა.
სამძიმრის წერილში, ქართულმა მხარემ დაგმო ტერორიზმის ყოველგვარი გამოვლინება როგორც მიუღებელი.
მაია ფანჯიკიძემ ნიგერიას საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო ჩართულობითა და დახმარებით ტერორიზმთან ბრძოლაში ეფექტური გამარჯვება უსურვა.
21.05.14