საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 26 მაისს წვევამდელთა ფიცს ჩაიბარებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა აბაშიძემ განუცხადა.
“26 მაისს გაიმართება წვევანდელთა ფიცის დადების ცერემონიალი, შესაბამისად, სამხედრო კომპონენტის დროს პრეზიდენტი როგორც მთავარსარდალი ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და ფიცს ჩაიბარებს”, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ. მისივე განმარტებით, 26 მაისს წვევამდელთა მიერ ფიცის დადების ცერემონიალი თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
22.05.14