• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
პარასკევი, აგვისტო 12, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ანალიტიკა

რა გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო მედია XXI საუკუნეში ?

2016/05/23
in ანალიტიკა
2 0
1
SHARES
20
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

imagesმედიის თავისუფლება  მსოფლიო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა კვლევები, კონფერენციები, დებატები. მათი ანგარიშები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს არა მარტო მედიის თავისუფლების ხარისხს, არამედ ქვეყნის დემოკრატიულობისა და სამოქალაქო საზოგადოების სიჯანსაღეს.  მაისის თვისთვის უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევის შედეგი გახდა ცნობილი. “თბილისი თაიმსი“ წარმოგიდგენთ ორი საერთაშორისო და ერთი ადგილობრივი კვლევის მოკლე მიმოხილვას, რომელიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების ხარისხსა და საქართველოში  არსებულ მედია საშუალებებს ეხება. 10388329_776033972427881_1328851554_n „პრესის თავისუფლება 2014“ – ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გვამცნობს, რომ მედიის განვითარება შეფერხებულია, მეტიც  სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებები დღითიდღე უფრო მეტად ზღუდავენ მედიას და მის მიერ გაშუქებული ინფორმაციის შინაარსს. „თავისუფლების სახლის“  კვლევის მეთოდოლოგია ეყრდნობა შეფასების სამ კატეგორიას: საკანონმდებლო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით დგინდება არსებობს თუ, არა ამა თუ იმ ქვეყანაში საკანონმდებლო ბარიერები თუ წნეხი ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებზე, რამდენად გამჭვირვალეა მედიასაშუალებების მფლობელთა ვინაობის დადგენის პროცესი და რამდენად ახდენს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკა გავლენას ახალი მედიასაშუალებების ამოქმედებასა თუ მათი მუშაობის მდგრადობაზე. კვლევის შედეგები ქვეყნების მიხედვით გადანაწილდა  სამ  კატეგორიაზე : „თავისუფალი“ , „ნაწილობრივ თავისუფალი“ და „არათავისუფალი“. აღმოჩნდა, რომ  2014 წლის კვლევა  ბოლო ათი წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალი მონაცემებით გამოირჩევა. კვლევა გვიჩვენებს, რომ  მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 14 % ცხოვრობს ისეთ ქვეყანაში, სადაც მედია „თავისუფალია“, 42% –  „ნაწილობრივ თავისუფალში“,  ხოლო  უმრავლესობა 44 % – „არათავისუფალში“. მკვლევარი და „მედიის თავისუფლება 2014“–ის პროექტის ავტორი, ქერინ კარლეკარი მიიჩნევს, რომ  „არათავისუფალი“ მედიის ქვეყნების პროცენტული ზრდა გამოიწვია მთავრობების მცდელობამ, განსაკუთრებით ავტორიტარულ ან პოლარიზებულ ქვეყნებში, გაეკონტროლებინათ „ნიუსის“  შინაარსი.  ზოგიერთი ხელისუფლება ეყრდნობა უკიდურესს ზომებს, როგორიცაა უმკაცრესი ცენზურა ან ჟურნალისტების მკვლელობა, გატაცება, მათ  (უცხოელი ჟურნალისტების) საწინააღმდეგოდ  საპროტესტო აქციების  ორგანიზება (საკუთარ ქვეყანაში). უცხოელ და ადგილობრივ ჟურნალისტთა ზეწოლისა და წნეხის ცხელ წერტილებად  წლის დასაწყისიდან დღემდე დასახელდა სამი ქვეყანა : უკრაინა, ეგვიპტე და თურქეთი. საგანგაშო მდგომარეობაში არიან ჟურნალისტები, რომლებიც მსოფლიო ამბებზე მუშაობენ და მოვლენათა ეპიცენტრში არიან. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისა და უკვე მანიპულირებული საზოგადოების წნეხსს განიცდიან და არ ეძლევათ საშუალება ინფორმაციის „გამოტანისა“ და შემდეგ აუდიტორიამდე მიწოდების. ორი კლასიკური ქვეყანა, რომელიც მუდმივად ეწინააღმდეგება საკუთარ ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტების ჩასვლას და მკაცრი სავიზო რეჟიმით მოქმედებს, არის  რუსეთი და ჩინეთი. ასევე, CNN–ის ცნობით,   ორი ფრანგი და ერთი  გერმანელი ჟურნალისტი  გაურკვეველი მოტივებით დააკავეს წლის დასაწყისში ეგვიპტეშიც. 10385206_776033925761219_1382086686_nასეთ ქვეყნებს დიდ პრობლემას უქმნის  – “New Media” (Freedom of the Press) – ახალი მედია , რომელიც გულისხმობს მედიის ახალ საშუალებებს, როგორიცაა ბლოგები, სოციალური ქსელები, რომელთაც მედიის ფუნქციები შეითვისეს, რთულია წარმოუდგენლად დიდი მასშტაბის ონლაინ სივრცის კონტროლი.რა თქმა უნდა ეს რთულია  რუსეთისთვის და განსაკუთრებით კი ჩინეთისთვის. თუმცა, როდესაც რუსეთსა და ჩინეთზე გვაქვს საუბარი, არ უნდა დაგვავიწდეს ქვეყანა ,რომელიც მსოფლიოში ლიბერალური პრინციპების უძველეს დამცველად და დემოკრატიული ქვეყნის კლასიკურ მაგალითად გვევლინება. აშშ–ს ხელისუფლება  წლებია ცდილობს რომ შეზღუდოს  ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშების მიწოდება მედიასთან. თავის მხრივ, ამ საკითხზე ისინი შემდეგნაირად იმართლებენ თავს, პირველი – ის რომ ქვეყანა გახდა 9/11– ის ტრაგედიის მოწმე და ფრთხილობს, მეორეც ხშირად ჟურნალისტები არ იცავენ კონფიდენციალურობას, რაც იწვევს ციფრული თუ ადამიანური წყაროების გაცხადებას და მათ საფრთხეში ჩაგდებას. “მედიის თავისუფლების 2014“ – ის ანგარიშის ბოლოს ნათქვამია, რომ  ქვეყნებმა უნდა გაითავისონ ის ფაქტი,რომ თავისუფალი მედია საწინდარია ღრმა დემოკრატიული პრინციპების გავცრცელების, რომელიც  თავის მხრივ, შედეგს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ განვითარებას. მათ მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი მედიის თანამშრომლებს,რომ იმუშაონ ჯანსაღ, კონკურენტუნარიან, თავისუფალ გარემოში და მიაწოდონ აუდიტორიას რეალური და ობიექტური ინფორმაცია. 10362422_776033825761229_1500658331_nგარდა  „თავისუფლების სახლის“ კვლევისა, ამ წლის თებერვალში ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გამოაქვეყნა „მსოფლიო მედიის თავისუფლების ინდექსი“.  ეს ორგანიზაცია ყოველწლიურად აქვეყნებს „მედიის თავისუფლების ინდექსს“ და ზომავს ინფორმაციის თავისუფლების ხარისხს ცალკეულ ქვეყანაში. ეს ნაშრომი ასახავს ჟურნალისტების, მედია–ორგანიზაციებისა და ინტერნეტის თავისუფლების ხარისხს. დოკუმენტში  ამასთანავე ფასდება, თუ რას აკეთებს ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და დასაცავად. „მედიის თავისუფლების ინდექს – 2014“–ში ასახულია 180 ქვეყნის მდგომარეობა. დოკუმენტიდან შემოგთავაზებთ , რამდენიმე ჩვენთვის საინტერესო ქვეყანას. თუმცა,  მანამდე საინტერესოა აღვნიშნოთ, სიის სათავეში საუკეთესო შედეგების მქონე სამი ქვეყანა, რომლებიც შარშანაც ამავე პოზიციებს იკავებდნენ, ესენია – ფინეთი, ნიდერლანდები და ნორვეგია. თურქმენეთი, ჩრდილოეთ კორეა და ერიტრეა ( სახელმწიფო ჩრდილო–აღმოსავლეთ აფრიკაში) კი კვლავაც სიის ბოლოში მოექცნენ. შარშანდელი მაჩვენებელი (მე–100 ადგილი )  წელს საქართველომ გააუმჯობესა   და მან 84–ე ადგილი დაიკავა, რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი 78–ე, აზერბაიჯანი 160–ე , ხოლო რუსეთი კვლავაც 148–ე ადგილზეა. ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა იოან ბირმა ქართულ საინფორმაციო სააგენტო „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ  მოლდავეთში, საქართველოში, სომხეთსა და ყირგიზეთში მნიშვნელოვანწილად არსებობს პლურალიზმი და შედარებით ნაკლებია სახელმწიფო ცენზურა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქ არ არის გამოწვევები, ბირი შენიშნავს,რომ მედიაში ძალაინ მძაფრად აისახება სოციალური პოლარიზაცია და ამ ქვეყნებში  დიდ გამოწვევად რჩება – სარედაქციო დამოკიდებულობა. გარდა ამისა, ის დასძენს რომ საქართველოსა და სომხეთში არჩევნების ადრინდელთან შედარებით მშვიდობიანმა ჩატარებამ და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემცირებამ,  ხელი შეუწყო ქვეყნის პროგრესს სახელმწიფო მაუწყებლობის მუშაობისა და მიუკერძოებლობის თვალსაზრისით. მედია, რომელიც მოითხოვს თავისუფლებასა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეუხებლობას თავადვე უნდა ასრულებდეს, რამდენიმე მნიშნელოვან ვალდებულებას, რომელიც მას საზოგადოების წინაშე აკისრია. მაშინ, რამდენად სწორია წინ წამოვწიოთ მედიის თავისუფლების საკითხი, თუ თავად მედია კარგავს თავის სახეს? საქართველოში,კონვერგენტული ჟურნალისტიკით დაინტერესდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების პროფესორი  დალი ოსეფაშვილი,რომელმაც  2014 წლის თებერვალში ჩაატარა კვლევა –  „თანამედროვე ბეჭდურ და ონლაინ მედიაში ახალი ამბების ფორმატის ცვლილება“. კონვერგენტული ჟურნალისტიკა თავისი არსით გულისხმობს, საზღვრების მოშლას მედიაში, როდესაც  მკაფიოდ არაა გამიჯნული მედია საშუალებების გამოსახვის საშუალებები. ეს ნიშნავს, რომ მედია ხდება მულტიმედიური, რომლის დროსაც ხდება სხვადასხვა მედია საშუალებების გამოყენება ერთ , რომელიმე მედია პროდუქტში. მაგალითისთვის,რომ ავიღოთ ონლაინ გაზეთი,რომელშიც აუდიო თუ ვიდეო მასალაა განთავსებული სტატიასთან, რეპორტაჟთან თუ ახალ ამბებთან ერთად. კვლევა მიზნად ისახავდა ქართველი  ჟურნალისტების გამოკითხვას. რამდენად ხშირად მიმართავენ ისინი კონვერგენციას და მათი აზრით,  შეუქმნის თუ არა პრობლემებს მულტიმედიის განვითარება  ქართულ მედიას. „ფეისბუქისა“ და ელექტრონული ფოსტის საშუალებით 150 ქართველ ჟურნალისტს გაეგზავნა კითხვარი, რომელთაგანაც მხოლოდ 114–მა დააბრუნა პასუხი. 27–28 მარტს, სალონიკში,  „ევროპის მედიისა და კომუნიკაციის ასოციაციის“  ჟურნალისტიკის სექციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართა, რომელშიც პროფესორმა, დალი ოსეფაშვილმა  საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო დამსწრე საზოგადოებას. კვლევამ აჩვენა,რომ ჟურნალისტების უმრავლესობა იყენებს კონვერგენტულ ჟურნალისტიკას და მიუხედავად ამ ტერმინის არსისა, ასევე მათი უმრავლესობა არ ფიქრობს,რომ ის რაიმე საფრთხეს შეუქმნის ქართული მედიის განვითარებას.  ამდენად, ამ საკითხის მნიშვნელოვნება საკმაოდ დიდია. თავად მედია საშუალებები, მათი გამართული ფუნქციონირება და ობიექტურობა უნდა იყოს საწინდარი, თავისუფალი და ხელშეუხებელი მედიისა. და ბოლოს, აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ მედიის ყველა საშუალების ერთ–ერთი მიზანი არა მხოლოდ მიმდინარე ინფორმაციის გადაცემა, არამედ საზოგადოების ზოგადი განათლებაა, რისთვისაც სამეცნიერო, კულტურული და სხვა სახის პროგრამების მრავალფეროვნება უმთავრეს საშუალებად უნდა მოვიაზროთ. შესაბამისად, მედია საშუალებების გამართული მუშაობა, რომელიც პირდაპირ პროპროციულია მედია საშუალებების თავისუფლებასთან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ერთ–ერთი უმთავრესი მახასიათებელია, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციათა მრავალფეროვნებასა და საზოგადოებრივი აზრის პლურალიზმს.

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე
ანალიტიკა

არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე

2022/05/17
არეშიძე – უკრაინელებზე: ახალი სარეზერვო დანაყოფებია მომზადებული, პლუს, ისინი შეიარაღებულნი არიან უახლესი იარაღით 
ანალიტიკა

არეშიძე – უკრაინელებზე: ახალი სარეზერვო დანაყოფებია მომზადებული, პლუს, ისინი შეიარაღებულნი არიან უახლესი იარაღით 

2022/05/17
ხორბლის ბაზრის 30 %-ს უკრაინა და რუსეთი წარმოადგენს – რა არის ალტერნატივა
ანალიტიკა

ხორბლის ბაზრის 30 %-ს უკრაინა და რუსეთი წარმოადგენს – რა არის ალტერნატივა

2022/03/05
Next Post

იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

ირაკლი ღარიბაშვილი: "არავის არ მივცემ უფლებას რაიმე ფორმით მოახდინოს ბიზნესზე ზეწოლა

დიმიტრი დარბაისელმა გადადგომის მიზეზების შესახებ განცხადება გაავრცელა

დიმიტრი დარბაისელმა გადადგომის მიზეზების შესახებ განცხადება გაავრცელა

Discussion about this post

ახალი ამბები

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება
ახალი ამბები

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება

2022/08/10
0

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება. „დღეს ყირიმის თემას დიდი...

სრულად
ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ 

ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ 

2022/08/09
„კოვიდი +„მაიმუნის ყვავილი“ + სეზონური გრიპი – შემოდგომა იქნება უმძიმესი“ – გიორგი ფხაკაძე

„კოვიდი +„მაიმუნის ყვავილი“ + სეზონური გრიპი – შემოდგომა იქნება უმძიმესი“ – გიორგი ფხაკაძე

2022/08/09
მამუკა ონაშვილის საფლავს თეთრი ძაღლი არ შორდება 

მამუკა ონაშვილის საფლავს თეთრი ძაღლი არ შორდება 

2022/08/09
„2008-შიც გმირი იყავი, დღესაც გმირი ხარ, მა“ – უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, გია ბერიაშვილის შვილი

„2008-შიც გმირი იყავი, დღესაც გმირი ხარ, მა“ – უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, გია ბერიაშვილის შვილი

2022/08/09
“გულისრევა, გაბრუება, გონების დაკარგვა… უკვე ორი შემთხვევაა ქალაქში” – სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს 

“გულისრევა, გაბრუება, გონების დაკარგვა… უკვე ორი შემთხვევაა ქალაქში” – სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს 

2022/08/09
უკრაინელმა სამხედროებმა ФСБ-ს სპეცდანიშნულების ცენტრის უფროსი ოფიცერი მოკლეს 

უკრაინელმა სამხედროებმა ФСБ-ს სპეცდანიშნულების ცენტრის უფროსი ოფიცერი მოკლეს 

2022/08/09

საინტერესო

25 ივნისს დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართება

25 ივნისს დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართება

5 წელი ago

“რჩება გამოწვევები, რომელზეც ჩვენ გვექნება ძალიან დეტალური განხილვა”

6 წელი ago

მარიამ ჯაში მსოფლიო ბანკის სპეციალური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

9 წელი ago
გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც – ვახტანგ გომელაური

გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც – ვახტანგ გომელაური

1 წელი ago

კალენდარი

აგვისტო 2022
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ივლ    

სიახლეები

  • რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება 2022/08/10
  • ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ  2022/08/09
  • „კოვიდი +„მაიმუნის ყვავილი“ + სეზონური გრიპი – შემოდგომა იქნება უმძიმესი“ – გიორგი ფხაკაძე 2022/08/09

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In