ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას აბსოლუტურად კონკურენტული და თავისუფალი გარემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, როგორც ქვეყნის მთავრობის მეთაური, არავის მისცემს უფლებას, რაიმე ფორმით მოახდინოს ბიზნესზმენებზე ზეწოლა ან ჩარევა მათ საქმიანობაში.
“თითოეული ბიზნესმენი საქართველოში არის ძალიან პატივსაცემი. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიზნესი აბსოლუტურად გათავისუფლდა წნეხისგან, ჩვენ ვაკეთებეთ ყველაფერს, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას აბსოლუტურად თავისუფალი და კონკურენტული გარემო. არც ერთი ბიზნესმენი არ უნდა იყოს პრივილიგებული. მე როგორც ქვეყნის მთავრობის მეთაური, არავის არ მივცემ უფლებას რაიმე ფორმით მოახდინოს თქვენზე ზეწოლა ან ჩარევა თქვენ საქმიანობაში. მინდა მოვუწოდო ყველა ბიზნესმენს, რომ თუ რაიმე ფორმით იქნება გარკვეული პრობლემა, შეგიძლიათ 24-საათის განმავლობაში მიმართოთ ბიზნესომბუდსმენს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ბიზნესთან კომუნიკაციის ძალიან კარგი პრაქტიკა დანერგა.
“ჩვენ ძალიან კარგი პრაქტიკა დავგეგმეთ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ბიზნესთან კომუნიკაციის. დღეს ვაგრძელებთ ამ პრაქტიკას წარმატებულად. ეს გვაძლევს საშუალებას გამოვხატოთ თქვენი მოსაზრებები, შენიშვნები და თქვენგან მოვისმინოთ თუ რას ფიქრობთ მთავრობის ინიციატივებზე, როგორ ხედავთ ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკის განვითარებას, რა შენიშვნები გაქვთ. თქვენი ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია ბიზნესის განვითარება. თქვენ გაქვთ ძალიან მნიშვნელოვანი, გამოკვეთილი როლი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში”, – აღნიშნა პრემიერმა.
სასტუმრო “რედისონში” პრემიერი ბიზნეს სექტორის 100-ზე მეტ ქართველ და უცხოელ წარმომადგენელს ხვდება.
23.05.14