ნორვეგიელმა ექსპერტებმა ქართველ სპეციალისტებს, დამსაქმებელთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზიციების წარმომადგენლებსა და მეწარმეობის პედაგოგებს პროფესიული სასწავლებლებიდან ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურზე მეწამეობის სწავლების თანამედროვე პრინციპების შესახებ ცოდნა გაუზიარეს. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ,,ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში” ფარგლებში გაიმართა.
როგორც “თბილისი თაიმს” განათლების სამინისტროდან აცნობეს, წარმოდგენილი კონცეფცია და მასალები ქართველ სპეციალისტებს პროფესიული განათლების მეწარმეობის ახალი მოდულის შექმნის პროცესში დაეხმარებათ.
ეროვნული სასწავლო გეგმების ექსპერტებთან ერთად, განხილული იქნა ასევე სკოლებში მეწარმეობის საგნის სწავლების სპეციფიკა და მომზადდა რეკომენდაციები საგნის სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურზე სამეწარმეო უნარების განვითარებაზე მიმართული სასწავლო პროგრამების დანერგვა-გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძველია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს მეთოდოლოგიის შემუშავებაზე, რომელიც სწავლების პრინციპებს ემყარება და მოზარდებს სკოლის ასაკიდან თანამედროვე ინდუსტრიულ გარემოში არსებობისა და განვითარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურავს.
27.05.14