აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი დათანხმდა ოპოზიციის მოთხოვნას დ ეფაქტო მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით, თუმცა იძულებული გახდა, ოპოზიციის წარმომადგენლებთან გუშინ გამართული შეხვედრა დაეტოვებინა, რადგან ოპოზიციის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი მის ადმინისტრაციაში შეიჭრა. ამის შესახებ “ინტერფაქსი” იუწყება.
“ანქვაბმა თავისი ადმინისტრაცია მას შემდეგ დატოვა, რაც იქ ოპოზიციის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მოლაპარაკებებზე მან თანხმობა განაცხადა მთავრობის, გენერალური პროკურორისა და აფხაზეთის ორი რაიონის ხელმძღვანელის გადაყენებასთან დაკავშირებით. თუმცა, ოპოზიცია უფრო მეტს ითხოვს: პრეზიდენტის გადადგომას”, – განაცხადა დ ეფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ აშუბამ.
Discussion about this post