საქართველოს 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ასპარეზობას წარმატებით აგრძელებს. ვასილ მაისურაძის გუნდმა ტურნირზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.
ქართველმა ფეხბურთელებმა შვეიცარიასთან 2-0 მოგების შემდეგ, ჯგუფის მეორე შეხვედრაში კვიპროსი 5-1 დაამარცხეს.
მატჩში დუბლი შეასრულა კიკაბიძემ. ასევე, კვიპროსელთა კარი ცინცაძემ და ზარანდიამ აიღეს, ერთი ავტოგოლი კი ლოიციდესის ანგარიშზეა. საქართველოს ნაკრების კარში კი ერთადერთი გოლი კვიპროსელებმა მატჩის მიწურულს გაიტანეს.
“ცე” ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველო ისრაელთან 30 მაისს გამართავს. ჯგუფის პირველადგილოსანი გუნდი კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, რომელიც ივლისში უნგრეთში ჩატარდება.
28.05.14