ეგვიპტეში სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. ხუთშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-სისი არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იმარჯვებს.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, სისიმ ხმების 93% მიიღო. მისმა ერთადერთმა მეტოქემ, მემაცხენე პოლიტიკოსმა ჰამდინ საბაჰმა კი ხმების 3%.
შეგახსენებთ, გასულ წელს მოქმედი პრეზიდენტის მოჰამედ მურსის გადაყენება სწორედ სისის ხელმძღვანელობით მოხდა.
29.05.14