• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ორშაბათი, აგვისტო 8, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ირაკლი ალასანიამ კოლეგას აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მომზადება შესთავაზა

2014/05/29
in პოლიტიკა
1 0
1
SHARES
16
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

unnamed (3)საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო პოლიციისა და განათლების სფეროში  გამოცდილების გაზიარებაზე. ირაკლი ალასანიამ კოლეგას აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების საჩხერის  სამთო მომზადების სკოლაში მომზადება შესთავაზა.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს, ასევე ქართველი სამხედროების მონაწილეობას ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში. მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„აზერბაიჯანი არის საქართველოს არა მხოლოდ ისტორიული მეზობელი, არამედ დღეს ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი ჩვენს რეგიონში. დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ არის იმის დადასტურება, რომ საქართველო და აზერბაიჯანი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობები, ენდობა ერთმანეთს და ავითარებენ ორმხრივ ურთიერთობას ორივე ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად. დღეს, ბატონ მინისტრთან ერთად  განვიხილეთ ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის დეტალები. ვისაუბრეთ სამხედრო ინდუსტრიების ფორმატში ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე, გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლაზე. ჩვენ ასევე, შევეხეთ სამმხრივ ფორმატს – საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთის ფორმატში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებაზე. საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა სამიტი აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი სახელმწფოს ხელმძღვანელების მონაწილეობით, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სამივე სახელმწიფოს პოლიტიკური ნება გააღრმავონ სამმხრივი თანამშრომლობა ყველა სფეროში, მათ შორის სამხედრო სფეროშიც. დღეს, საქართველოს და აზერბაიჯანის მინისტრი გიდასტურებთ, რომ ჩვენ გავაღრმავებთ ყოვლისმომცველ ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების დაცვისკენ“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ზაკირ ჰასანოვმა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბატონმა მინისტრმა სწორად აღნიშნა, რომ ორ ქვეყენას შორის არსებობს საკმაოდ ღრმა ურთიერთობები. აზერბაიჯანს და საქართველოს ერთმანეთთან საკმაოდ დიდი და ვრცელი ეკონომიკური ურთიერთობები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობები ყველა მიმართულებით  ვითარდება. საერთაშორისო არენაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს, რომ აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. აზერბაიჯანიც ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც ყველა სფეროში, ორ ქვეყანას შორის არსებობს კარგი ურთიერთობები. ჩვენი ხელმძღვანელობისგან გვაქვს მითითება, რომ სამხედრო სფეროშიც უნდა გვქონდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა. სამხედრო თანამშრომლობაში საკმაოდ ფართო შესაძლებლობები არსებობს – სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური და განათლების კუთხით. ჩემმა მეგობარმა, ძმამ, ბატონმა ალასანიამ ძალიან კარგად აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს, თურქეთს და საქართველოს საკმაოდ კარგი სამმხრივი ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ძლიერად ვიმუშავებთ. დარწმუნებული ვარ, ეს სიკეთეს მოუტანს სამივე ქვეყანას,” – განაცხადა  ზაკირ ჰასანოვმა.

29.05.14

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

“როდესაც ყველაფერს აკეთებ დეპოლარიზაციის საწინააღმდეგოდ, მაშინ ის ვერაფრით დასრულდება” – ძაბირაძე
ახალი ამბები

“როდესაც ყველაფერს აკეთებ დეპოლარიზაციის საწინააღმდეგოდ, მაშინ ის ვერაფრით დასრულდება” – ძაბირაძე

2022/07/22
“უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს… მოდით, გავჩერდეთ” – ლუკაშენკო 
ახალი ამბები

“უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს… მოდით, გავჩერდეთ” – ლუკაშენკო 

2022/07/22
დიდი ბრიტანეთის პრემიერობისთვის რიში სუნაკი და ლიზ ტრასი იბრძოლებენ
ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის პრემიერობისთვის რიში სუნაკი და ლიზ ტრასი იბრძოლებენ

2022/07/22
Next Post

რუსეთმა, ბელორუსმა და ყაზახეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

გიორგი მარგველაშვილმა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სფეროში საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს

უზრუნველყოფენ თუ არა ავტო-სკოლები მოსწავლეთა სრულყოფილ მომზადებას?

Discussion about this post

ახალი ამბები

„ორმაგად ბედნიერი ვარ, როდესაც მადლიერი ადამიანის გახარებულ სახეს ვხედავ“  – ნინო ქოჩორაშვილის პერსონა 
ახალი ამბები

„ორმაგად ბედნიერი ვარ, როდესაც მადლიერი ადამიანის გახარებულ სახეს ვხედავ“  – ნინო ქოჩორაშვილის პერსონა
 

2022/08/05
0

ძალიან ლამაზი, ფერადი და ხარისხიანი ნამუშევრები, რომლებსაც ახლა გაგაცნობთ, ნინო ქოჩორაშვილის გემოვნებით იქმნება. საკუთარი ფანტაზიით მოქარგული სილამაზეები ხელოვანს დროის საუკეთესოდ...

სრულად
„დედეე ჯიმ“ – სვანური მარილი, რომელიც უნიკალურ სურნელსა და გემოს ინარჩუნებს 

„დედეე ჯიმ“ – სვანური მარილი, რომელიც უნიკალურ სურნელსა და გემოს ინარჩუნებს
 

2022/08/05
70 წლის ქართველი ქალი დაღუპული შვილის პიტბულმა მოკლა 

70 წლის ქართველი ქალი დაღუპული შვილის პიტბულმა მოკლა 

2022/08/02
„თბილისში ჩამოვედი, მადლობა მინდა გადავუხადო და უკანასკნელ გზაზე გავაცილო“ – ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული რამაზ დავლაძე, გუდაურში დაღუპულ მაშველებზე 

„თბილისში ჩამოვედი, მადლობა მინდა გადავუხადო და უკანასკნელ გზაზე გავაცილო“ – ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული რამაზ დავლაძე, გუდაურში დაღუპულ მაშველებზე 

2022/08/02
თბილისში ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლება იგეგმება 

თბილისში ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლება იგეგმება 

2022/08/02
ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა დედაქალაქისთვის იპოდრომის გადაცემით და მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი, ყველა ხარჯს ეს ადამიანი იღებს თავის თავზე  

ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა დედაქალაქისთვის იპოდრომის გადაცემით და მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი, ყველა ხარჯს ეს ადამიანი იღებს თავის თავზე  

2022/08/02
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები 100 000-100 000 ლარს მიიღებენ  

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები 100 000-100 000 ლარს მიიღებენ  

2022/08/01

საინტერესო

უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, სამხედრო ძალების რაოდენობა უცვლელი დარჩება

უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

6 წელი ago
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

8 წელი ago
მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა დღეიდან განახლდა

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა დღეიდან განახლდა

1 წელი ago

ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს – “ეს სპეცრაზმელები საიდან მოვიყვანო, ნაცებს ვთხოვო, რომ დამაკავშირონ?”

7 წელი ago

კალენდარი

აგვისტო 2022
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ივლ    

სიახლეები

  • „ორმაგად ბედნიერი ვარ, როდესაც მადლიერი ადამიანის გახარებულ სახეს ვხედავ“  – ნინო ქოჩორაშვილის პერსონა
     
    2022/08/05
  • „დედეე ჯიმ“ – სვანური მარილი, რომელიც უნიკალურ სურნელსა და გემოს ინარჩუნებს
     
    2022/08/05
  • 70 წლის ქართველი ქალი დაღუპული შვილის პიტბულმა მოკლა  2022/08/02

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In