გერმანიის კანცლერ ანკელა მერკელისგან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან დიდი პატივია ბერლინში ოფიციალური ვიზიტით ყოფნა და ანგელა მერკელთან შეხვედრა.
“შეხვედრაზე ანგელა მერკელმა გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი. მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს ვიზიტი დიდ მნიშვნელობას იძენს, საქართველო-გერმანიის ურთიერთობების კონტექსტში. ჩვენ ქვეყნებს მეგობრობის ხანძგრძლივი ტრადიცია აკავშირებს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, გერმანიასა და საქართველოს შორის უნდა გაღრმავდეს ვაჭრობა, ეკონომიკა, კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობები.
“ჩვენ გერმანიის მხრიდან მივიღეთ მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. 27 ივლისს ჩვენ ხელს ვაწერთ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას და ევროპული ინტეგრაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავდივართ. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისგან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა მივიღეთ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმება ხელს შეგვიწყობს, რომ დავუბრუნდეთ ერთიან ევროპულ ოჯახს და გავხდეთ მისი სრულფასოვანი წევრი.
პრემიერის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების პროცესში გაღრმავდება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვენლოვანია, საქართველოსთვის.
“შეხვედრაზე ჩვენ გავაცანით ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები, რომელიც მიმართულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით გვჯერა, რომ უფრო მეტად გავაღრმავებთ ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს. ჩვენ ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით, ჩვენ ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდით ამ მიმართულებით, რამაც რეალური შედეგი გამოიღო. ამან აჩვენა, რომ საქართველოს ჰყავს სტაბილური და კონსტრუქციული მთავრობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
02.06.14