უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს 27 ივნისს მოაწერს ხელს. ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იან ტომბინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, დოკუმენტის ხელმოწერის დრო სიმბოლურია, რადგან ის შეთანხმების რატიფიკაციისკენ გზას ხსნის.
“არაფერი უშლის ხელს უკრაინის ხელისუფლებას უკვე ახლავე დაიწყოს გარდაქმნები და არ დაელოდოს ფორმალურ ხელმოწერას. უკვე შეიძლება ცვლილებებისა და რეფორმების განხორციელება”, – განაცხადა იან ტომბინსკიმ.
ამასთან, უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს ხელი 2014 წლის 21 მარტს მოაწერა. 27 ივნისს ევროკავშირითან ასოცირების შეთანხმებას ხელს მოაწერენ საქართველო და მოლდოვა.
12.06.14