არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ხვალ ახალ ანგარიშებს – “2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება” და “პოლიტიკური პარტიების ფინანსები 2013 წელს” წარადგენს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პირველ ანგარიშში წარმოდგენილია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგის შედეგები. საანგარიშო პერიოდი 2014 წლის 1 იანვრიდან 12 ივნისამდე დროის შუალედს მოიცავს.
მეორე ანგარიშში კი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებების წლიური დეკლარაციების, საპრეზიდენტო კანდიდატთა საარჩევნო კამპანიის შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზია წარმოდგენილი. კვლევისათვის ის პოლიტიკური გაერთიანებები შეირჩა, რომელთა კანდიდატებმაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 10%-ზე მეტი მოაგროვეს.
12.06.14