”თბილისი თაიმსი” ამჯერად საკომუნიკაციო საშუალებების, კერძოდ კი სატელეფონო და ინტერნეტ კომპანიების ბაზრით დაინტერესდა, ჩვენ მორიგი ბლიც -გამოკითხვა სწორედ ამ საკითხს ეხება. საქართველოში რამდენიმე სატელეკომუნიკაციო კომპანია არსებობს, თუმცა ბაზარს ძირითადად სამი კომპანია – ”სილქნეტი”, ” კავკასუს ონლაინი” და ”ახალი ქსელები,” ინაწილებს. ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია თუ რამდენი აბონენტი ყავს თითოეულ კომპანიას, რამდენად სწრაფ მომსახურებას სთავაზობენ აბონენტებს, როგორია ტარიფები და მათგან მომხმარებელი რა სიახლეებს უნდა ელოდოს.
გთავაზობთ ბლიც- გამოკითხვის შედეგებს:
სილქნეტი: ”ჩვენ ვემსახურებით 500 000 აბონენტს ქვეყნის მასშტაბით- სატელეფონო, ინტერნეტ, სატელევიზიო და უკაბელო სერვისებით. სატელეფონო მომსახურებაზე სააბონენტო ტარიფი 4 ლარიდან იწყება და 3 პაკეტს მოიცავს. მომხმარებელი უფასოდ საუბრობს შიდა ქსელში. სატელევიზიო სერვისზე სააბონენტო გადასახადი 9 ლარიდან იწყება და 5 პაკეტს მოიცავს. ინტერნეტზე- 18 ლარიდან ვთავაზობთ პაკეტებს (ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური სიჩქარე 5მგბ/წმ-ია, მაქსიმალური 100მგბ/წმ; ხოლო დსლ-სერვისზე – 1-დან 8 მგბ/წმ-მდე). მომხმარებელს კომპანია თავაზობს უკაბელო სერვისს სააბონენტო ან სააბონენტო გადასახადის გარეშე, ასევე უფასო საუბრებს შიდა ქსელში, საერთაშორისო და სხვა მობილურ ოპერატორებთან კავშირისას დაბალ ტარიფებს. სილქნეტს შესაძლებლობა აქვს ერთდროულად რამდენიმე სერვისი შეთავაზოს მომხმარებელს, რაც უპრეცენდენტოა ბაზრისთვის. მომხმარებელს შეუძლია სახლის ტელეფონი, ინტერნეტი, ტელევიზია და უკაბელო სერვისები ამ ერთი კომპანიისგან მიიღოს, რაც გამოარჩევს სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიებისგან სილქნეტს. ამავე დროს, სილქნეტი ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ყველა რეგიონშია წარმოდგენილი მრავალფეროვანი სერვისებით, რაც მის ხელმისაწვდომობას ზრდის. სილქნეტი 100მგბ.წმ -მდე აწვდის მომხმარებელს ინტერნეტ სიჩქარეს. კომპანიას განვითარებული აქვს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება სიახლეებს, ჩვენ ვავითარებთ ოპტიკურ ქსელს ქვეყნის მასშტაბით. თბილისის პარალელურად, ოპტიკური ტექნოლოგიის დანერგვა მიმდინარეობს თელავში, ქუთაისში, ბათუმში.“
კავკასუს ონლაინია: „კავკასუსუ ონლაინი: თბილისში ინტერნეტ პაკეტი ასე გამოიყურება: 100 მბ 25 ლარი, 30 მბ 35 ლარი, 50 მბ 45 ლარი და 100 მბ 100 ლარი, რეგიონებში, კერძოდ რუსთავში, ფოთსა და ზუგდიდში ამ პაკეტებს ემატება კიდევ ერთი, მინიმალური 5 მბ 20 ლარად. რაც შეეხება ტელევიზიას, ამ სერვისის სააბონენტო გადასახადი იწყება 9 ლარიდან და რა თქმა უნდა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ძირითად თუ დამატებით პაკეტს აირჩევს მომხმარებელი. ამ დროისთვის კავკასუს ონლაინის მომსახურებით 150 ათასი აბონენტი სარგებლობს, გასულ წელთან სედარებიტ მათი რიცხვი 20%-ით გაიზარდა. კავკასუს ონლაინი ერთადერთი კომპანიაა რომელსაც პირდაპირ ევროპიდან უმოკლესი გზით, საკუთარი ინფრასტრუქტურთ, შემოაქვს ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტი საქართველოში. მაგისტრალური ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც შავიზღვის ფსკერზე დევს და ერთადერთია და საქართველოს პირდაპირ ევროპასთან აკავშირებს. კავკასუს ონალინი არის კომპანია, რომელსაც ტექნიკური საშუალებები აძლევს შესაძლებლობას დააწესოს სტანდარტები ამ ბაზარზე, ჩვენ პირველებმა გავზარდეთ სიჩქარეები მომხმარებლებისთვის და 1 მბ სიჩქარის ინტერნეტი ჯერ 5 მბ გავხადეთ, დღეს კი მინიმალურ პაეტში სიჩქარე უკვე გაორმაგებულია და 10 მბ-ს შეადგენს. სხვა პაკეტის მომხმარებლები ისეთი სიჩქარეებით სარგებლობენ, რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო არცთუ ისე დიდი ხნის წინ. (30,50 და 100 მბ). კონკურენტებად მივიჩნევთ ყველა იმ კომპანიას, რომელიც საქართველოში ამ სფეროში მოღვაწეობენ.“
ახალი ქსელები და ახტელი: ” სატელეფონო მომსახურების თვიური გადასახადი აბობნენტზე 3 ლარიდან იწყება, გვაქვს ასევე 5 და 6 ლარიანი პაკეტებიც. ინტერნეტ მოსმახურების მინიმალური ღირებულება არის 19 ლარი თვეში, ხოლო მაქსიმალური 99 ლარი. უსადენო ინტერნეტზე ფასები 21 ლარიდან 101 ლარამდე მერყეობს, ფასსის ზრდა დამოკიდებულია ინტერნეტის სიჩქარის ზრდაზე. ჩვენ ამჟამად ტელევიზიას ვაწვდით IPTV ტექნოლოგიით და გვაქვს მხოლოდ ერთი პაკეტი – 36 არხი 12 ლარად. დღესდღეობით, ჩვენ ერთ-ერთი უმსხვილეს ინტერნეტ და სატელეფონო მომსახურების პროვაიდერი ვართ საქართველოში. წლის განმავლობაში ჩვენი აბონენტების რაოდენობა დაახლოებით 14%-ით გაიზარდა, რაც ოპტიკური ინტერნეტის ახალი, P2P ტექნოლოგიის დანერგვითაა გამოწვეული. კონკურენტებთან შედარებით ჩვენ მომხარებელს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებასა და საიმედო კავშირს უახლესი ტექნოლოგიებით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ და სატელფონო მომსახურების პროვაიდერი ვართ, ამიტომ ნაწილობრივ ამ ბაზრის დანარჩენი მსხვილი „მოთამაშეები“ ჩვენ კონკურენტებად შეიძლება ჩაითვალონ. ჩვენ მუდმივად სიახლეების ძიებაში ვართ. ”
13.06.14
ნინა პირტახია
Discussion about this post