საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზებს და ოსებს ასოცირების შეთანხმების პერსპექტივებით სარგებლობას სთავაზობს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო “რედისონში” მიმდინარე საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციიდან მიმართა.
“ასოცირების პროცესი მთელ საქართველოს მოიცავს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს. ამიტომ მინდა აქედან მივმართო ჩვენს ძმებს – აფხაზებს და ოსებს – თქვენ, თითოეულ ჩვენგანთან ერთად, სრულად ხართ ამ პროცესის თანაზიარი და თანამონაწილე. მე მჯერა, რომ თქვენ ისარგებლებთ ყველა ამ სიკეთით – იქნება ეს ევროკავშირთან ბიზნესის კეთება, უვიზო მიმოსვლა, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ სხვა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
13.06.14
Discussion about this post