არჩევნების პირველად შედეგებს აფასებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მინისტრი მიიჩნევს, რომ მეორე ტურის დრამატიზირება არ არის სწორი.
“იქნება ეს მეორე ტური თუ არ იქნება, ამისი დრამატიზირება არანაირად სწორი არ მგონია, უბრალოდ დაველოდოთ შედეგებს და ვნახოთ რა იქნება. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, იქნება თუ არ იქნება მეორე ტური ცალსახად დადასტურებულია, რომ ქართული ოცნების კანდიდატები გამარჯვებულები არიან.
16.06.14