ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში კიდევ რამდენიმე ათეული უბნის მონაცემები დათვალა. როგორც ცესკო-ში გამართულ მორიგ პრესკონფერენციაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის თბილისის 729 უბნიდან 638 უბნის მონაცემები, თითქმის 87 პროცენტია დათვლილი.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის მერობის კანდიდატთა პროცენტულ მაჩვენებელს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მერის არჩევნებში ლიდერი კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატი დავით ნარმანია ისევ 46,35 %-იან მხარდაჭერას ინარჩუნებს, მეორე ადგილზე გასულ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ნიკა მელიას 27,58 %-იანი მაჩვენებელი აქვს. თბილისის
მერობის სხვა კანდიდატთა რეიტინგი ამ ეტაპზე ასეთია: კახა კუკავა – 2,36 %, დიმიტრი ლორთქიფანიძე – 12,85 %, გიორგი გაჩეჩილაძე -1,6 %, მიხეილ სალუაშვილი – 0,33 %, ირმა ინაშვილი – 5,38 %, სერგო ჯავახიძე – 0,34 %, ირაკლი ღლონტი – 0,34 %, გიორგი ლაღიძე – 0,11 %, თეიმურაზ მურვანიძე – 0,49 %, ასმათ ტყაბლაძე – 2,48 %, გიორგი ლილუაშვილი – 0,11 %, როინ ლიპარტელიანი – 0,11 %.
16.06.14