გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე მხარი არ დაუჭირა რუსეთის რეზოლუციის პროექტს უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
გაერო-ში უკრაინის მუდმივის წარმომადგენლის იგორ პივოვაროვის თქმით, რუსეთმა უკრაინაში ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ რეზოლუციის განახლებული პროექტი წარადგინა.
“რუსეთის რეზოლუციის პროექტი ლიტვის დელეგაციამ დაბლოკა, რომელმაც თავის მხრივ, მკაცრად გააკრიტიკა დოკუმენტი”, – განაცხადა იგორ პივოვაროვმა.
ამასთან, ეს რუსეთის მეორე მცდელობა იყო, კომპრომისული დოკუმენტი წარედგინა გაერო-ში უკრაინის თაობაზე.
17.06.14