ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიასათვის ხმების დაკლება მექანიკური შეცდომის გამო მოხდა. იგი ვარაუდობს, რომ მსგავსი შეცდომები სხვა კანდიდატების შემთხვევაშიც იქნება.
„მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი დამკვირვებლები გვყავს და ასე კარგად აკვირდებიან თითოეულ ნიუანსს. ამ კონკრეტულ შემთხვევებში, მექანიკური შეცდომა მოხდა. ერთიანი იყო დაკლებული – ოპერატორს შეეშალა შეყვანა ორ შემთხვევაში. ერთ შემთხვევაში, როდესაც ოქმი შეიყვანა, არ იყო შეყვანილი შესწორების ოქმი, რომლითაც სწორდებოდა ზუსტად ეს რიცხვი. არა მარტო ბატონი მელიას შემთხვევაში, ალბათ სხვა კანდიდატების შემთხვევაშიც შესაძლებელია არსებობდეს ასეთი მექანიკური შეცდომები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპერატორები უკვე ამოწმებენ, კონკრეტული ოქმი რამდენად სწორად არის შეყვანილი ამ მონაცემებში და, რა თქმა უნდა, საბოლოო მონაცემებში არცერთი ასეთი მექნიკური ხარვეზი არ იქნება“,-აცხადებს ჟვანია.
შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ნიკა მელიას ცესკოს მონაცემების მიხედვით, რამდენიმე უბანზე ხმები აქვს დაკლებული. საუბარია საბურთალოს 78-ე და სამგორის 20-ე და 12-ე უბნებზე.
18.06.14
Discussion about this post