უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ ჟურნალისტების განუცხადა, რომ კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს წყვეტს, რათა ამბოხებულებს იარაღის დაყრის საშუალება მიეცეთ, ხოლო მსურველებმა ქვეყანა დატოვონ.
”სამშვიდობო გეგმის რეალიზება ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტით იწყება. ამის შემდეგ ჩვენ უკვე დონბასის მოვლენებში მონაწილე ყველა მხარისაგან სამშვიდობო გეგმის რეალიზებისათვის მხარდაჭერა უნდა მივიღოთ,”-აღნიშნა პრეზიდენტმა.
პოროშენკოს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა მცირე ხნით მოხდება და ამ ვადაში ამბოხებულებმა იარაღი უნდა დაყარონ.
შეგახსენებთ, სამშვიდობო გეგმის შესახებ პოროშენკო, ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და გერმანიის კანცლერ ანგერლა მერკელს ესაუბრა.
18.06.14