საქართველოს დელეგაცია სომხეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ვიზიტის მიზანი საქართველოსა და სომხეთს შორის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში სამოქმედო გეგმის შემუშავებაა.
დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი, თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი წაქაძე. ასევე, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სომხურ მხარესთან სამუშაო შეხვედრა ქალაქ დილიჟანში გაიმართება. ქართულ დელეგაციას სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირების მინისტრის პირველი მოადგილე უმასპინძლებს.
სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, ზემოთ ხსენებული პროგრამის განხორციელება ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონებში იგეგმება. მასში სომხეთის მხრიდან, ჩართული იქნება სამი რეგიონი, ხოლო საქართველოში ეს პროგრამა 2 რეგიონს მოიცავს – ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს.
20.06.14