“საქართველოს ბანკის” საინკასაციო მომსახურება შეუფერხებლად ხორციელდება, – ამის შესახებ “საქართველოს ბანკის” ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
ბანკის ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის” საინკასაციო მომსახურების განხორციელებას დაცვის პოლიცია უკვე შეუდგა.
“საქართველოს ბანკი” გადავიდა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ და არაერთი ქართული ბანკის მიერ უკვე დანერგილ მეთოდზე, როდესაც ბანკის ინკასაციის მომსახურებას მთლიანად სპეციალიზირებული სამსახური- ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაცვის პოლიცია ახორციელებს. “საქართველოს ბანკის” საინკასაციო მომსახურების განხორციელებას დაცვის პოლიცია უკვე შეუდგა, შესაბამისად, ბანკის საინკასაციო მომსახურება შეუფერხებლად ხორციელდება. რეორგანიზაციის შესახებ ინკასაციის თანამშრომლებს ეცნობათ წინასწარ. ამასთან, ბანკი მათ სრულად უხდის ანაზღაურებას, წლიურ ბონუსს. დამატებით კი მათ მიიღეს შეთავაზებაც, გაევლოთ გასაუბრება დაცვის პოლიციაში, ამ ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით”, – ნათქვამია “საქართველოს ბანკის” განცხადებაში.
“საქართველოს ბანკის” ინკასაციის სამსახურის თანამშრომლებმა გაფიცვა დილიდან დაიწყეს. ინკასაციის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.
25.04.13