ძველი, დაკარგული ანაბრების თემაზე მთავრობა ინფორმაციის სრულად შესწავლამდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა და არნიშნა, რომ ეს არის სახელწიფოს საშინაო ვალი , რომელიც სახელწიფოს აღიარებული აქვს.
მისი განმარტებით, სახელმწიფო საშინაო ვალთან დაკავშირებით, არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც ანაბრების რაოდენობის დადგენაზე მუშაობს.
“ეს არის ძალიან რთული და კომპლექსური თემა. დაკარგულია ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ, შესაბამისად ვიდრე ზუსტი ცნობები არ გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მთავრობის მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ ამ საკითხზე. ეს არის სახელმწიფოს საშინაო ვალი, რომელიც სახელმწიფოს აღიარებული აქვს, ჩვენ ამ ვალის რაოდენობის დადგენაზე ვმუშაობთ”, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
25.04.13