საჯარო სკოლებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება დაიწყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტაციების წარდგენა 23 ივნისს დაიწყო და წარდგენის ბოლო ვადა 2014 წლის 4 ივლისია.
განათლების და მეცნიერების სამინისტრო პირველ კლასში დარეგისტრირებულ მოსწავლეთა მშობლებს მოუწოდებს, რომ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა 4 ივლისამდე უზრუნველყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგისტრაცია გაუქმებული იქნება.
მათივე ინფორმაციით, პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი 2014 წლის 20 ივნისს დასრულდა. საჯარო და კერძო სკოლებში სულ 45 421 მოსწავლეა რეგისტრირებული.
24.06.14