მოუთმენლად ველოდები თბილისში, კიშინოვსა და კიევში მომდევნო რამდენიმე დღეში ჩასვლას, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა “ტვიტერზე” დაწერა.
“მოუთმენლად ველოდები თბილისში, კიშინოვსა და კიევში მომდევნო რამდენიმე დღეში ჩასვლას მომავალი გეგმების – გამოწვევებისა და შესაძლებლობების განსახილველად”, – აღნიშნა კარლ ბილდტმა.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისტორიული უწოდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებას.
“მივესალმები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ისტორიულ დღეს”, – დაწერა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა.
27.06.14