დღევანდელი დღე არის სტრატეგიული მიზნის დასაწყისი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე ცოტა ხნით ადრე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ევროკომისარი
“დღევანდელი დღე არის სტრატეგიული მიზნის დასაწყისი, რომ ეს ქვეყნები გახდნენ ინტეგრირებული პოლიტიკურად და ეკონომიკურად ევროკავშირთან. სირთულეების მიუხედავად, ვაპირებთ შეთანხმების ხელმოწერას უკრაინასთან, მოდლოვასთან და საქართველოსთან. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ კანონის უზენაესობის, რეფორმებისა და ღია საზოგადოების კონსოლიდირება, არამედ მთელი ევრიპისთვისაც”, – აღნიშნა ბაროზუმ.
საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ბრიუსელში რამდენიმე წუთში გააფორმებს.
27.06.14