ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ეკომიგრანტებთან დაკავშირებით სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.
საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენამდე კანონპროექტს დღეს დავით დარახველიძე მთავრობას წარუდგენს. პროექტით განსაზღვრულია ეკომიგრანტებისთვის სტატუსის მინიჭების პროცედურები და დადგენილია მათი განსახლების წესი.
პროექტის თანახმად, ეკომიგრანტ ოჯახებს ენიჭებათ არჩევანის უფლება, ხელსაყრელ მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი თავად მოიძიონ.
იცვლება მიდგომა, რომლის მიხედვითაც ეკომიგრანტების განსახლება სამინისტროს მიერ შესყიდულ სახლებში ხდებოდა და ხშირ შემთხვევაში სტიქიით დაზარალებულები იძულებულები იყვნენ საცხოვრებლად მათთვის უცხო გარემოში გადასუყლიყვნენ.
როგორც დავით დარახველიძემ მთავრობის სხდომის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ეკომიგრანტები ყველა საჭირო პირობით იქნებიან სახელმწიფოსგან უზრუნველყოფილი, სადაც განსახლდებიან.
03.07.14