საქართველოში ბოლო წლებში ოქროს ბაზრი საკმაოდ გაფართოვდა, ოქროს ნაკეთობები პოპულარულობას არ კარგავს, თუმცა მას ღირსეულ კონკურენციას უწევს უკვე ვერცხლის სამკაულიც.
”თბილისი თაიმსის” მორიგი ბლიც – გამოკითხვა ოქრო ბაზარს ეხება. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად კონკურენტუნარიანი ეს ბაზარი, არის თუ არა ამ სეგმენტში მონოპოლია, მოიმატა თუ არა ოქროს ფასმა წინა წელთან შედარებით და სთავაზობენ თუ არა ფასდაკლებას საიუველირო მაღაზიები მომხმარებლებს.
ზარაფხანა: ”ჩვენს მაღაზიათა ქსელში ოქრო უფრო პოპულარულია, ვერცხლმა მისი ჩანაცვლება ვერ მოახერხა. წინა წელთან შედარებით მოთხოვნა უფრო გაიზარდა, ოქროს ფასმა კი იმატა. კონკურენცია საიუველურო ბაზარზე ძალიან მაღალია, თუმცა ჩვენ ხარისხიან ოქროს ვთავაზობთ მომხმარებლებს, ისინიც დარწმუნებულები არიან ჩვენი ოქროს სინჯში, ამიტომაც ზარაფხანას მომხმარებელთა საკუთარი სეგმენტი ჰყავს.”
დელფოსი: ”ჩვენს მაღაზიათა ქსელში ოქროც და ვერცხლიც ძალიან მოთხოვნადია, ვერ ვიტყვით, რომ ვერცხლმა ოქრო ჩაანაცვლა, რადგანაც ორივეს თავისი მომხმარებელი ყავს. წინა წელთან შედარებით მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, ამას ჩვენ სწორ მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს ვუკავშირებთ, ძალიან ბევრჯერ ვიყავით ამა თუ იმ ღონისძიებისა და სატელევიზიო გადაცემის სპონსორები, რამაც ჩვენი მაღაზიათა ქსელის მომხმარებლების რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა. ოქროს ფასი წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ გაიზარდა, ჩვენ მომხმარებლებს უპრეცენდენტო აქციას ვთავაზობთ, ყოველ მეორე შენაძენის 50%-ზე მომხმარებელი იხდის მხოლოდ ერთ ლარს. ბაზარზე კონკურენცია არის, თუმცა ჩვენ ჩვენი ერთგული მომხმარებლები გვყავს, გვაქვს მუდმივი მომხმარებლების ბაზა, რომელთაც 25%-იან ფასდაკლების ბარათს ვთავაზობთ. ჩვენს კონკურენტებთან შედარებით ჩვენ უფრო ეფექტურად ვმუშაობთ, რის შედეგადაც სულ ახლახან დელფოსის კიდევ ორი ახალი მაღაზია გაიხსნა პეკინსა და ჭავჭავაძის ქუჩაზე და უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ფილიალის გახსნა იგეგმება. ”
ფრანკო ფონტანა: ” ოქრო ჩვენს მაღაზიათა ქსელში პოპულარობას ინარჩუნებს, ვერცხლმა მისი ჩანაცვლება ვერ მოახერხა, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან თანამედროვე და ლამაზი ვერცხლის ნაკეთობები, რომელზეც დიდი მოთხოვაა, ხშირად ყიდულობენ ვერცხლს საქორწინო საჩუქრადაც, ვერცხლის პოპულარობას ნაკეთობების სილამაზესთან ერთად ხელმისაწვდომი ფასიც განაპირობებს. ჩვენი მაღაზია მომხმარებელს 30-50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს ვერცხლის ნაკეთობებზე, ხოლო ოქროზე კი- 25-30%-ს. ოქროზე ფასებმა წელს საგრძნობლად იმატა, მიუხედავად ამისა მოთხოვნა მაინც დიდია. ბაზარზე მონოპოლია არ არის, კონკურენცია კი ძალიან მაღალია. ოქროს ბირჟა დღესდღეობით ყველაზე დიდი ოქროს ბაზარია, თუმცა ის ჩვენ კონკურენციას მაინც ვერ გვიწევს, რადგანაც ფრანკო ფონტანაში ნაყიდი ოქროს მომხმარებელი ენდობა, ბირჟაზე კი შესაძლებელია მეორადი ოქროც გაიყიდოს. ”
კარტიე: ”ოქრო დღსაც ძალიან პოპულარულია და ვერცხლმა მისი ჩანაცვლება ვერ მოახერხა. წინა წელთა შედარებით მოთხოვნა ოქროზე გიაზარდა, ოქროს ფასმაც იმატა, რაც კარტიეს ბრენდიდან გამომდინარეობს, ბრენდი ოქროს ნაკეთობებზე ყოველწლიურად ზრდის ფასს. ჩვენი ბრენდი მონოპოლისტი არ არის ბაზრზე. კონკურენცია კი ძალიან მაღალია. ”
კრისტალი: ”ოქრო პოპულარულობას ინარჩუნებს, თუმცა ვერცხლი უფროდაუფრო ტენდენციური ხდება. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ასევე თეთრ ოქროსა და მოოქროვილ ვერცხლს, ეს პროდუქცია ძალიან პოპულარულია ჩვენს მაღაზიაში. მოთხოვნამ ოქროს ნაკეთობებზე იკლო ფასებმა კი იმატა. კრისტალი მომხმარებლებს 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. საიუველირო ბაზარზე მონოპოლია არ არის, კონკურენცია კი ძალიან მაღალია. ”
ოქროს სამყარო (ოქროს ბირჟა): ”ოქროს ნაკეთობები საკმაოდ პოპულარულია და ვერცხლმა მისი ჩანაცვლება ვერ მოახერხა. ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, თუმცა წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია, ოქროს ფასმა კი წინა წელთან შედარებით მოიმატა. ოქროს ბაზარზე მონოპოლია არ არის, რადგან ძალიან ბერვი საიუველირო მაღაზიაა გახსნილი, კონკურენცია კი მაღალია. ”
04.07.14
ნინა პირტახია