საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეტა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, საქართველოს მსოფლიო დონის პოლიტიკოსის გარდაცვალებას უსამძიმრებს და მის ევროპულ და საერთაშორისო დამსახურებებზე საუბრობს. განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელსაც თბილისი თაიმსი უცვლელად გთავაზობთ:
“როგორც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა და შემდგომში უკვე საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ, ჩვენი კონტინენტის უახლოეს ისტორიაში წარუშლელი კვალი დადტოვა. მისი სახით მსოფლიომ დაკარგა ადამიანი, რომელიც ახალი მსოფლიო წესრიგისა და ცვლილებების პერიოდში უდიდესი სიმამაცითა და შორსმჭვრეტელობით გამოირჩეოდა. მან დაუვიწყარი დადებითი კვალი დატოვა და გადამწყვეტი როლი შეასრულა ცივი ომის ნეგატიური შედეგების ბოლომდე გადალახვაში და თანამედროვე ევროპის ფორმირებაში. მისი მტკიცე, შეუპოვარი პოზიცის და მოინდომების გარეშე, ვერ გახდებოდა შესაძლებელი გერმანიის კვლავ გაერთიანება.” – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებაში.
საგულისხმოა, რომ განცხადებაზე, რომელიც გაავრცელა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Facebook-ზე, გამოხმაურებით აქტიურობენ ქართული სახელისა და გერმანული გვარის მქონე პირები, რომლებიც სავარაუდოდ ყოფილი საქართველოს მოქალაქეები არიან, ისინი გერმანულ ენაზე საქართველოს მეორე პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის, დაუნდობელი კრიტიკით გამოირჩევიან.